Tuesday, March 13, 2012

სხვა რუსეთი












,,სხვა რუსეთი”
პროექტის სახელი: სხვა რუსეთი
მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან იმ რუს მწერალთა ნაწარმოებებს,  რომელთაც აღწერეს საქართველო  თავიანთ შემოქმედებაში .
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეები გამოიკვლევენ იმ რუს მწერალთა ნაწარმოებებს,  რომლებმაც თავის შემოქმედებაში მოგვაწოდეს ცნობები საქართველოს შესახებ. შეისწავლიან რუსი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებებს, სადაც საქართველოს მიმართ აღტაცება დიდი სიყვარულია გადმოცემული. მოეწყობა ექსკურსია  იმ ადგილებში, სადაც საქართველოში ყოფნის დროს ცხოვრობდნენ რუსი პოეტები და მწერლები,   მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს საქართველოს ისტორიის შესახებ, რუსი მწერლების შესახებ, გადაიღებენ სურათებს, შეასრულებენ  ჩანახატებს. შექმნიან კედლის გაზეთს. იმსჯელებენ და გაუზიარებენ ცოდნას თანაკლასელებს. მოპოვებულ და დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში ბლოგის  სახით. მოპოვებულ ინფორმაციას გადათარგმნიან რუსულად.
მონაწილეთა ასაკი:15-16წლის
ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 თვე  2011-2012  სასწავლო წლის განმავლობაში
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარ ჩვევების გაღრმავება (მოძიება, შედარება, ანალიზი, წიგნთან მუშაობა, ბიბლიოთეკის გამოყენება), საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ შესწავლა (ინტერნეტის გამოყენება, საოფისე სამუშაოები), ჯგუფური მუშაობის უნარ ჩვევების გაღრმავება. მოპოვებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების კულტურის უნარ - ჩვევების ჩამოყალიბება, ღონისძიების და კონფერენციის მომზადება ამავე თემაზე, ჟურნალისტური სამუშაოების თავისებურებების გაცნობა. ტექსტების თარგმნა მოსწავლეებს  გაუღრმავებს  უცხო ენის  ცოდნა.
მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ალბომი (მოპოვებული და მოსწავლეთა მიერ გადაღებული სურათები და ჩანახატები) სკოლის გაზეთი, ბუკლეტი, ბლოგი.
სარგებელი   სხვებისთვის: მოძიებული ინფორმაცია გამოადგება ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოს ისტორიით, რუსულ -ქართულ კულტურული ურთიერთობებით, სურვილი გვაქვს მოპოვებული მასალები გაიცნონ ჩვენმა რუსმა  თანატოლება
სამუშაო ენა: ქართული და რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   რუსული ლიტერატურა, საქართველოს  ისტორია,  ქართული ლიტერატურა,  ხელოვნება, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ელზა ზაკალაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა elzazak25@gmail.com